14-16 სექტემბერს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ელექტრონული გადახდების მიმართულებით, პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება. GDG Tbilisi ჰაკთონის პარტნიორი და თანაორგანიზატორი იქნება. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ, რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს აწყდება მომხმარებელი გადახდის პროცესში და შეიმუშავონ იდეები, რომლებიც ამ პროცესის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. სპეციალურად ჰა
RSVP'd
14-16 სექტემბერს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ელექტრონული გადახდების მიმართულებით, პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართება.
GDG Tbilisi ჰაკთონის პარტნიორი და თანაორგანიზატორი იქნება.
ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ, რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს აწყდება მომხმარებელი გადახდის პროცესში და შეიმუშავონ იდეები, რომლებიც ამ პროცესის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
სპეციალურად ჰაკათონისთვის, საქართველოს ბანკმა შექმნა API სენდბოქსი, რომელიც მოიცავს იმ სერვისებს, რომლებიც მონაწილეებს გადახდებზე ორიენტირებული პროექტების პროტოტიპების შექმნაში დაეხმარება.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 10,000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული 3,000 ლარით, მესამე ადგილზე გასული კი, 1000 ლარით.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 სექტემბერი, 18:00
სრული ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: fintech.ge/event/hackathon
Contact Us