I/O Extended Tbilisi

GDG Tbilisi

შემოგვიერთდით Google-ის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე! რა არის Google I/O? Google I/O არის ყოველწლიური სამდღიანი ღონისძიება, რომელიც კალიფორნიაში იმართება. მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთიდან ჩამოსული ათასობით დეველოპერი ესწრება. ღონისძიების მიზანია Google-ის ბოლოდროინდელი მიღწევების შეჯამება და მომავლის ხედვა. კომპანია სახავს მიზნებს, რომლის მისაღწევადაც უშვებს სხვადასხვა სერვისსა თუ

May 7, 2019, 4:00 – 8:00 PM

 RSVP'd

Key Themes

AndroidCloudMachine LearningWeb

About this event

შემოგვიერთდით Google-ის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე!

რა არის Google I/O?
Google I/O არის ყოველწლიური სამდღიანი ღონისძიება, რომელიც კალიფორნიაში იმართება. მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთიდან ჩამოსული ათასობით დეველოპერი ესწრება. ღონისძიების მიზანია Google-ის ბოლოდროინდელი მიღწევების შეჯამება და მომავლის ხედვა. კომპანია სახავს მიზნებს, რომლის მისაღწევადაც უშვებს სხვადასხვა სერვისსა თუ ხელსაწყოს.

რა არის I/O Extended?
I/O Extended არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Google I/O დიდ ეკრანზე, მეგორბულ გარემოში იხილოს. შესაბამისად, დეველოპმენტის სამყაროში სიახლეების გასაგებად კალიფორნიაში მგზავრობა აღარ დაგჭირდებათ. I/O Extended-ი მსოფლიოს გარშემო ასობით ქალაქში ტარდება და ტრადიციულად, უკვე მეშვიდე წელია, თბილისიც ამ ქალაქების სიაშია. I/O Extended-ზე ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, Keynote-ს იხილავთ.

რას უნდა მოველოდოთ?
ალბათ უკვე მიხვდით, რომ Google I/O-ზე ძალიან ბევრი პროდუქტი და სერვისი იქნება წარდგენილი. ზოგიერთი მათგანი დეველოპერებზე იქნება გათვლილი, ზოგიც კი ჩვეულებრივ მომხმარებლებზე. აგრეთვე იქნება სიახლეები, რომლებიც ყველას თანაბრად წაადგება. მაგალითისთვის, გამოვა ანდროიდის უახლესი ვერსიის, Android Q-ს მესამე ბეტა ვერსია, რის შემდეგაც დეველოპერებს აპლიკაციების უახლესი ბიბლიოთეკებით განახლება შეეძლებათ, მომხმარებლებს კი მათით სარგებლობა. ასევე ვიხილავთ Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ს, გუგლის უახლესი ფლაგმანების ბიუჯეტურ ვარიანტებს.

რას გპირდებით
I/O Extended-ს წელს Terminal-ი მასპინძლობს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. კომპანია სტუმრებს დიდ ეკრანს, კარგ აუდიო სისტემას, სწრაფ ინტერნეტს და, რაც მთავარია, მეგობრულ გარემოს ჰპირდება. Keynote-ის ბოლოს იქნება გათამაშებაც, სადაც გექნებათ შანსი მოიგოთ საინტერესო პრიზები.

განრიგი
როგორც უკვე აღვნიშნე, Google I/O სამდღიანი ღონისძიებაა, ამიტომ მისი სრულად გაშუქება პრაქტიკულად შეუძლებელია. I/O Extended-ზე იხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, Keynote-ს. განრიგი ასე გამოიყურება:
20:00 - 21:00 - შეხვედრა, გაცნობა, მომზადება;
21:00 - 23:00 - Keynote;
23:00 - 00:00 - შეჯამება, განხილვა, გათამაშება.

I/O Extended-ის სპონსორები და პარტნიორები არიან Google-ი, GDG Tbilisi და Ginfo.

გელოდებით ყველას ტერმინალში.

Organizers

  • Merab Tato Kutalia

    GDG Organizer

  • Maiko Mekokishvili

    Smart Academy

    GDG Organizer

  • Mariam Zenaishvili

    GDG Orginizer

  • Lika Zurabiani

    GDG Organizer

Contact Us