Georgian Startups in Y Combinator

Y Combinator პრესტიჟული ამერიკული სტარტაპ აქსელერატორია. იგი ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ბიზნეს მოდელისა და სერვისის დახვეწაში ეხმარება. YC- ს მხარდაჭერის მქონე კომპანიებია Stripe, Airbnb, PagerDuty, DoorDash, Dropbox, Reddit და სხვ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ რიგებს ორი ქართული სტარტაპი შეუერთდა, ესენია Payze და Theneo. 26 იანვარს 20:00 საათზე ისინი თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

Jan 26, 2022, 4:00 – 6:00 PM

37
RSVP'd

Key Themes

About this event

Y Combinator პრესტიჟული ამერიკული სტარტაპ აქსელერატორია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. იგი ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ბიზნეს მოდელისა და სერვისის დახვეწაში ეხმარება. ჯამურად YC-ს მიერ დაფინანსებული ყველაზე წარმატებული კომპანიების შეფასება დღეს 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს. YC- ს მხარდაჭერის მქონე კომპანიებია Stripe, Airbnb, PagerDuty, DoorDash, Dropbox, Reddit და სხვ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ რიგებს ორი ქართული სტარტაპი შეუერთდა, ესენია Payze და Theneo. 26 იანვარს 20:00 საათზე ისინი თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

გეგა წურწუმია Payze-ს (YC S21) თანადამაარსებელი და Co-CEO არის. Payze პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა. იქამდე კი გახდა 500 Startups Georgia-ს და GITA-ს 100000-ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. გარდა ამისა, 2021 წელს გაიმარჯვა TBC-ს ბიზინესდაჯილდოების კონკურსში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში.

Payze ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლების გადაჭრაზეა ორიენტირებული, ის გადახდების სისტემას უკიდურესად ამარტივებს და კომპანიებს ხელს უწყობს შემოსავლების ზრდაში. 2022 წელს კომპანია 5 ახალ ბაზარზე შევა, სამომავლოდ კი იგეგმება, რომ Payze-ს ონლაინ გადახდების სერვისით სარგებლობა ყოველ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იყოს შესაძლებელი.

ანა რობაქიძე Theneo-ს (YC W22) თანადამაარსებელი და CEO არის. იმის მიუხედავად, რომ კომპანიის დაარსებიდან ერთი წელიც არ გასულა, Theneo-მ მოიპოვა Ycombinator-ის მხარდაჭერა და გაიმარჯვა რამდენიმე კონკურსში, მათ შორისაა TBC Apps Challenge 2021 და GITA-ს 100000-ლარიანი საგრანტო კონკურსი.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ხარისხიანი, ინტერაქციული და ლამაზი API დოკუმენტაციის შექმნა. ამჟამად Theneo პირველი პლატფორმაა, რომელიც კონტენტის სრულ ავტომატიზაციაზეც

Speakers

  • Ana Robakidze

    Theneo

    CEO

  • Gega Tsurtsumia

    Payze

    Co-CEO

Organizers

  • Merab Tato Kutalia

    GDG Organizer

  • Lika Zurabiani

    GDG Organizer

  • Maiko Mekokishvili

    Smart Academy

    GDG Organizer

  • Mariam Zenaishvili

    GDG Orginizer

Contact Us