Building Tech Startups

GDG Tbilisi
Thu, Dec 16, 2021, 8:00 PM (GMT+4)

28 RSVP'ed

About this event

🔵 Techstars-ის სტარტაპ კვირეული 13 დეკემბერს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში მონაწილეებს ახალ ცოდნას, შესაძლებლობებსა და მოტივაციას გადასცემს. სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრი ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.

🔴 2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და კიდევ 80 სხვა ქალაქი, რომელთაც თბილისი უკვე მეორე წელია შეუერთდა. Techstars-ის სტარტაპ კვირეული კონფერენციებს, ვორკშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული იდენტობის განვითარებას.

🟡 ღონისძიებები ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, მიიღონ არაფორმალური განათლება და მოუსმინონ სამოტივაციო გამოსვლებს.

🟢 კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ, თვითონ აირჩიონ მათთვის საინტერესო შინაარსის ღონისძიებები.

ჩვენ, როგორც ორგანიზატორები მაქსიმალურად მეტ ორგანიზაციას ვემუშავებით, რომ გაიმართოს ბევრი ღონისძიება მეწარმეობის ირგვლივ, ვრთავთ როგორც იუნივერსიტეტებს, ასევე ეკოსისტემის ყველაზე აქტიურ სტეიქჰოლდერებს.

👤 სპიკერები:

🔹 ბექა თომაშვილი kvalifika-ს ტექნოლოგიური დირექტორი და თანადამფუძნებელია. ის პროგრამული ინჟინერი და არქიტექტორია და ამ სფეროში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ამჟამინდელი სამუშაო სტეკია Node/Python/AWS.

🔹 Kvalifika ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს მომხმარებლების ვერიფიკაციის პროცესს უმარიტვებს. ამ დროისთვის კომპანია არაერთ დიდ ქართულ ბანკთან და ფინტექ კომპანიასთან თანამშრომლობს, ყოველდღიურად კი საშუალოდ 5 ათასი ადამიანის ვერიფიკაციას უზრუნველყოფს.

კომპანია წარმატებთ ოპერირებს კავკასიის რეგიონში, ახლო მომავალში კი პროდუქტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეტანას გეგმავს.

🔸 სანდრო დოლიძე არის პროგრამული ინჟინერი ინდუსტრიაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით. მისი ძირითადი სამუშაო სტეკია React/Node/AWS. ის არის Temi Cloud-ის თანადამფუძნებელი.

🔸 Temi Cloud არის ადრეული ეტაპის სტარტაპი,

რომლის მიზანია პროფესიული ჯგუფები/ქომუნითიები დააკავშიროს კომერციულ კომპანიებს. სტარტაპი ოპერირებს საქართველოში და სომხეთში, თუმცა მალე გლობალურ ბაზარზე გასვლას გეგმავს.

შეხვედრის ლინკი: https://bit.ly/3s07vMc

Startups

Temi Cloud

Temi Cloud is network on existing well-defined communities with talented professionals across multiple channels.

Kvalifika

Kvalifika ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს მომხმარებლების ვერიფიკაციის პროცესს უმარიტვებს. ამ დროისთვის კომპანია არაერთ დიდ ქართულ ბანკთან და ფინტექ კომპანიასთან თანამშრომლობს, ყოველდღიურად კი საშუალოდ 5 ათასი ადამიანის ვერიფიკაციას უზრუნველყოფს. კომპანია წარმატებთ ოპერირებს კავკასიის რეგიონში, ახლო მომავალში კი პროდუქტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეტანას გეგმავს.

Speakers

Organizers

Partners