რა გვინდა ქალებს ტექნოლოგიებში?

ალბათ ყველას გვსმენია ფრაზები: “ქალური პროფესია”, “კაცური პროფესია”, “კაცებს ტექნიკური საგნების ტვინი აქვთ, ქალებს-ჰუმანიტარული საგნების” და სხვა. წლების თუ საუკუნეების მანძილზე საზოგადოების მსგავსმა დამოკიდებულებამ კონკრეტულ პროფესიებში ქალების წილი შეამცირა; მათ შორისაა ტექნოლოგიების სფეროც. 💻📱 ლილი ფულარიანი გვესაუბრება თუ რა ადგილი უკავიათ დღეს ქალებს ტექნოლოგიებში, რა ხელოვნური ბარიერები ხ

May 15, 2020, 10:00 – 11:00 AM

RSVP'd

Key Themes

About this event

ალბათ ყველას გვსმენია ფრაზები: “ქალური პროფესია”, “კაცური პროფესია”, “კაცებს ტექნიკური საგნების ტვინი აქვთ, ქალებს-ჰუმანიტარული საგნების” და სხვა.
წლების თუ საუკუნეების მანძილზე საზოგადოების მსგავსმა დამოკიდებულებამ კონკრეტულ პროფესიებში ქალების წილი შეამცირა; მათ შორისაა ტექნოლოგიების სფეროც. 💻📱

ლილი ფულარიანი გვესაუბრება თუ რა ადგილი უკავიათ დღეს ქალებს ტექნოლოგიებში, რა ხელოვნური ბარიერები ხვდებათ ამ სფეროსკენ მიმავალ გზაზე და რატომ სჭირდება ტექნოლოგიებს ქალები; გაგიზიარებთ გამოცდილებას და რჩევებს 😊
.
👩‍💻 სპიკერის შესახებ: ლილი ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, ლექტორი და ბლოგერია; პროფესიას ქალების და გოგონების გასაძლიერებლად აქტიურად იყენებს; ეხმარება, ასწავლის მათ ყველაფერს, რაც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება; წერს ვიდეო-ლექციებს, რათა პროფესიული გაძლიერება და დასაქმება შეძლონ და შემდეგში მათ დასაქმებასაც უწყობს ხელს. უმეტესად ლილი ამ ყველაფერს მოხალისეობრივად აკეთებს და სხვა ქალებსაც აძლევს საშუალებას მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ; ლილის ერთ-ერთი პროექტი “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები” ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ქალებს აერთიანებს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

დრო:
📅 15 მაისი
🕑 14:00

შეხვედრის ლინკი 👉 https://bit.ly/2VTwsIL

#AkakiTsereteliStateUniversity #ATSU
#IWD2020 #DSC_ATSU #GDGKutaisi
#DSCatHome #GDGatHome

Organizers

  • Tamta Kapanadze

    Bettson Group

    GDG Organizer

  • Mari Geladze

    Bank of Georgia

    Co-organizer

Contact Us