📣 10-11 აპრილს ქალთა საერთაშორისო დღის გლობალური კამპანიის ფარგლებში, Google Women Techmakers პროგრამის ელჩების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაკათონი "განსაზღვრე შესაძლებლობები" - “Redefine Possible” გაიმართება.
1 RSVP'd
📣 10-11 აპრილს ქალთა საერთაშორისო დღის გლობალური კამპანიის ფარგლებში, Google Women Techmakers პროგრამის ელჩების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაკათონი "განსაზღვრე შესაძლებლობები" - “Redefine Possible” გაიმართება.
▶️ პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია განვითარდეს ტექნოლოგიაში. წლევანდელი თემა – „განსაზღვრე შესაძლებლობები“ – მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დახმარებით ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათ ფართო ხელმისაწვდომობას.
⭕ ჰაკათონი ორი დღის განმავლობაში აერთიანებს საგანმანათლებლო სესიებს, ნეთვორქინგ აქტივობებსა და გუნდურ სამუშაოს, სადაც მონაწილეები იმუშავებენ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ განათლებას, ციფრულ ჩართულობას, სამოქალაქო მონაწილეობას და პროფესიულ განვითარებას.
👥 მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ყველა სფეროს წარმომადგენლებს — სტუდენტებს, მასწავლებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ინოვატორებს, ვინც სურს ტექნოლოგიებით დადებითი გავლენის მოხდენა.
📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
📆 თარიღი: 10-11 აპრილი
🔗 რეგისტრაცია ღიაა 7 აპრილის ჩათვლით: https://forms.gle/9TKUbtcwU7CCduQu7
ℹ️ ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3FArkCn
🚀 განსაზღვრე შესაძლებლობები — დაიწყე ცვლილება ტექნოლოგიებით!
#WTMTbilisi #RedefinePossible #WomenInTech #Hackathon
April 10 – 11, 2025
8:00 AM – 3:00 PM (UTC)
Contact Us